აღაიანთან ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა
აღაიანთან ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა

A+ A-

23:24 29/04/2019

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანთან ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ორივე მათგანი კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.