ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 33 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 33 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა

A+ A-

10:45 29/04/2019

რუსთავისკენ მიმავალ ავტობანზე გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 33 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ დღის ბოლოს მოხდა. სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მომავალი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა.

მომხდარის შედეგად, ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.