ჯენიფერ ლოპესი და ოუენ უილსონი რომანტიკულ კომედიაში “Marry Me- ში" ითამაშებენ
ჯენიფერ ლოპესი და ოუენ უილსონი რომანტიკულ კომედიაში “Marry Me- ში" ითამაშებენ

A+ A-

17:42 23/04/2019

ჯენიფერ ლოპესი და ოუენ უილსონი რომანტიკულ კომედიაში “Marry Me- ში" ითამაშებენ. ფილმს ბობი კროსბის ნოველაზე დაყრდნობით გადაიღებენ. მოვლენების ეპიცენტრში პოპ-ვარსკვლავია ( ლოპესის გმირი), რომელიც მის როკ-ვარსკვლავ საქმროზე გეგმავს დაქორწინებას, თუმცა აღმოაჩენს, რომ საქმრომ უღალატა. პოპ-ვარსკვლავი კონცერტზე შემთხვევით მისულ კაცთან იწყებს ფლირტს (უილსონის გმირს) და გაბრაზებული მასზე დაქორწინებას გადაწყვეტს.

გადაღებები წელს შემოდგომაზე დაიწყება, ფილმის რეჟისორი კეტ კოიროა. ჯენიფერ ლოპესისთვის და ოუენ უილსონისთვის “Marry Me” პირველი საერთო ნამუშევარი არ იქნება, მსახიობებმა პირველად 1997 წელს „ანაკონდაში“ მიიღეს მონაწილეობა