რა აკავშირებს ბუბა კიკაბიძეს ვლადიმირ ზელენსკისთან
რა აკავშირებს ბუბა კიკაბიძეს ვლადიმირ ზელენსკისთან

A+ A-

17:31 22/04/2019

უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისა და ქართველ მომღერალს ბუბა კიკაბიძეს მეგობრობა აკავშირებთ. ამის შესახებ მომღერლის პროდიუსერი რატი აბზიანიძე აცხადებს. მისი თქმით, ზელენსკის უკრაინაში დიდი კინოწარმოება აქვს და 2012 წელს ბუბა კიკაბიძეზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. უკრაინაში ბოლო სამი წლის განმავლობაში ბუბას ყველა გასტროლს ზელენსკის კომპანია უწევს ორგანიზებას, მათ შორის, საიუბილეო კონცერტიც მისი ორგანიზებული იყო. " ბევრი საერთო პროექტი განვახორციელეთ - ნანი ბრეგვაძისა და ლიზა ბაგრატიონის კონცერტები, ანსამბლ "რუსთავის" კონცერტი.პირადად მე,  ზელენსკის კომპანიის წარმომადგენელიც ვარ საქართველოში. ვოვას (ასე ვეძახთ შინაურულად) იმდენად უყვარს საქართველო, ალბათ, პრეზიდენტის რანგში, პირველად საქართველოს ეწვევა. ხშირად ჩამოდიოდა დასასვენებლად. გამორჩეულად უყვარს ყაზბეგი, გუდაური და ბათუმი. ქართული საჭმელები იმდენად მოსწონს, რომ უკრაინაშიც კი ქართულ რესტორნებში დადის. გამორჩეულად ხინკალი უყვარს. ამბობს, საქართველოში რომ ჩამოვდივარ, რამდენიმე კილოგრამით მეტი მივდივარ უკრაინაშიო. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მისი მშობლებიც ყოველ წელს საქართველოს სტუმრობენ დასასვენებლად. უბრალო და არაჩვეულებრივი ადამიანები არიან" - აცხადებს რატი აბზიანიძე.

შეგახსენებთ, უკრაინაში გუშინ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმაფრთა, სადაც ვლადიმირ ზელინსკიმ ამომრჩევლის ხმათა 73% მიიღო. ის უკრაინის მეექვსე პრეზიდენტი ხდება.