აბსოლუტურად ვეთანხმები სასულიერო პირს - გრებენშიკოვმა მცხეთაში მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა
აბსოლუტურად ვეთანხმები სასულიერო პირს - გრებენშიკოვმა მცხეთაში მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა

A+ A-

13:59 21/04/2019
ბორის გრებენსიკომა კომენტარი გააკეთა ინციდენტზე, რომელიც მას საქართველოში, ჯვრის მონასტერში შეემთხვა. გრებენშიკოვმა განმარტა, რომ როდესაც ჯგუფ „აკვარეუმის“ წევრებს მღვდელმა დაკვრა შეაწყვეტინა, კონფლიქტური სიტუაცია არ შექმნილა. რუსეთში დაბრუნებულმა როკ-მომღერალმა რუს ჟურნალისტებს მიმართა, - მესმის რომ გინდათ, სკანდალი მოაწყოთ, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა. ეს კონცერტი არ ყოფილა. ჩვენ ვუკრავდით ჩვენი სიამოვნებისთვის, აღნიშნა როკ მომღერალმა და დასძინა, რომ მისი ჯგუფის წევრები აბსოლუტურად ეთანხმებიან სასულიერო პირს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სასულიერო პირმა რუს როკ-მუსიკოსს, ბორის გრებენშიკოვს ჯვრის მონასტერთან დაკვრა შეაწყვეტინა. ცნობილი ჯგუფის ,,აკვარიუმის" ტურ-მენეჯერმა პიოტრ სვენშიკოვმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჯგუფის წევრები მცხეთაში, ჯვრის მონასტერთან უკრავენ და მღერიან, ამ დროს, ასულიერო პირი ყვირილით გამოდის და მუსიკოსებს დაკვრას აწყვეტინებს.