ვარსკვლავები ეკოლოგიური საფრთხის წინააღმდეგ (ვიდეო)
ვარსკვლავები ეკოლოგიური საფრთხის წინააღმდეგ (ვიდეო)

A+ A-

18:13 19/04/2019

გარემოსდაცვითი მუსიკალური ვიდეო ინტერნეტსივრცეში პოპულარული გახდა. ანიმაციურ მუსიკალურ ვიდეოში ჯასტინ ბიბერის, ედ შირანისა და არიანა გრანდეს ხმებია გამოყენებული. სიმღერა Earth (დედამიწა) კომიკოსსა და რეპერ Lil Dicky-ს ეკუთვნის.  როგორც Dicky-მ ჟურნალ Time-თან განმარტა, ყველაფერი ხუმრობიდან დაიწყო და მნიშვნელოვან იდეად იქცა.  კამპანიის აქტივობიდან შემოსული თანხა ლეონარდო დიკაპრიოს ფონდში გადაირიცხება.  დიკაპრიო გარემოსდაცვით კამპანიას ახორციელებს, არტისტი შვიდწუთიანი ვიდეოს ბოლოსაც ჩნდება ვიდეოში.