დავით ქაცარავა – არჩილ ტატუნაშვილი მოკლულია საკონტროლო გასროლით
დავით ქაცარავა – არჩილ ტატუნაშვილი მოკლულია საკონტროლო გასროლით

A+ A-

13:20 19/10/2018
„არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს ცხინვალის იზოლატორში“ – ამის შესახებ განცხადება ანტიოკუპაციური მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ხელმძღვანელმა დავით ქაცარავამ გააკეთა. გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას ქაცარავამ დაასახელა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელიც. მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილი მოკლა ლუდვიკ ხაჩიროვმა. დამკვეთები კი იყვნენ ფილიპ ხაჩიროვი და ალექსანდრე ჯიოევი.
რაც შეეხება ექსპერტიზას, დავით ქაცარავა ვარაუდობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზას რუსეთი მაქსიმალურად გაახანგძლივებს დროში, რადგან ის არის საკონტროლო გასროლით მოკლული.
„რუსები გააჯანჯლებენ მაქსიმალურად, რადგან არჩილ ტატუნაშვილი არის სასტიკად ნაწამები. ასევე არის ერთ-ერთ წყაროდან მოსული ინფორმაცია, რომ ის არის მოკლული საკონტროლო გასროლით“, – განაცხადა ქაცარავამ.
დავით ქაცარავას განცხადებით, 48 საათიანი ვადა, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა შს მინისტრს მისცა, 24 საათში იწურება. შესაბამისად ქაცარავა ამბობს, რომ თუ დათქმულ ვადაში არ მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემა, საპროტესტო აქციები კვლავაც განმეორდება. მისი თქმით, ოჯახი და ახლობლები ნატახტარის გზას კვლავ გადაკეტავენ და რუსული ნომრებით მოძრავ ავტომანქანებს გადაადგილების უფლებას არ მისცემენ.