კახა ქემოკლიძე – არსებობს იმის ალბათობა, რომ მოხდეს კიდევ უფრო მძიმე დანაშაული და ამის კლასიკური მაგალითია ის, რაც ოკუპირებულ ახალგორში დაფიქსირდა
კახა ქემოკლიძე – არსებობს იმის ალბათობა, რომ მოხდეს კიდევ უფრო მძიმე დანაშაული და ამის კლასიკური მაგალითია ის, რაც ოკუპირებულ ახალგორში დაფიქსირდა

A+ A-

13:18 19/10/2018

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, როცა დე ფაქტო ხელისუფლებების და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი კონკრეტული დანაშაულის ლოგიკური გაგრძელება არ ხდება, არსებობს იმის ალბათობა რომ მოხდეს კიდევ უფრო მძიმე დანაშაული და ამის კლასიკური მაგალითი იყო ის, რაც ოკუპირებულ ახალგორში დაფიქსირდა.

ამის შესახებ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს ენგურის ხიდზე ინციდენტების პრევენხიისა და მათზე რეაგირების ფარგლებში შეხვედრის დაწყების წინ განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი ამ პათოსით გაგრძელდება და ქართული მხარე კიდევ ერაეთხელ ისაუბრებს იმის აუცილებლობაზე, რომ ყველა დამნაშავემ ქართული მართლმსაჯულების წინაშე აგოს პასუხი.

მისივე თქმით, საუბარი ასევე შეეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელის ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხს, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების პრობლემასა და სხვა მნიშვნელოვან განვითარებებს, რომელსაც ადგილი ქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში.

ქემოკლიძის ინფორმაციით, ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალშია და რუსეთში მხოლოდ საექსპერტო მასალები გაიგზავნა.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილს ქართულ მხარეს რუსეთში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადასცემენ.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დე ფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”