ჯეიმს აპატურაი – ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოში, სამხრეთ ოსეთში განვითარებული ბოლო მოვლენებით
ჯეიმს აპატურაი – ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოში, სამხრეთ ოსეთში განვითარებული ბოლო მოვლენებით

A+ A-

13:11 19/10/2018

სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და ორი პირის დაკავების გამო შეშფოთებულია.

“ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოში, კერძოდ, სამხრეთ ოსეთში განვითარებული ბოლო მოვლენებით – არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და ორი პირის დაკავების გამო. ვუსამძიმრებ ბატონ ტატუნაშვილის ოჯახს. ორ დაკავებულ ქართველს დაუყონებლივ უნდა მისცენ უფლება გადავიდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – აცხადებს აპატურაი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან.