“ნეტა გული გახეთქოდა და არ ეწამებინათ, მაგრამ ვაი, რომ გული არ გაუსკდა და წამებაში მოკლეს”
“ნეტა გული გახეთქოდა და არ ეწამებინათ, მაგრამ ვაი, რომ გული არ გაუსკდა და წამებაში მოკლეს”

A+ A-

13:09 19/10/2018

კუპირებული ცხინვალის ციხეში გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ცხედრის გადმოსვენებას ამ დრომდე ელოდება.

35 წლის ყოფილი სამხედრო ორ მეგობართან ერთან ოკუპირებულ ახალგორში 3 დღის წინ დააკავეს. ინციდენტიდან მალევე ცხინვალის, რუსულმა რეჟიმმა გაავრცელა განცხადება, რომ არჩილ ტატუნაშვილი წაიქცა და გარდაიცვალა, მალევე გაჩნდა ახალი ვერსია, რომ თითქოს 35 წლის მამაკაცს გული გაუსკდა.

ამ ვერსიის არ სჯერა გარდაცვლილის ოჯახს. ტატუნაშვილები დარწმუნებულები არიან, რომ ის აწამეს, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.

„ნეტა გული გახეთქოდა და არ ეწამებინათ, მაგრამ ვაი რომ გული არ გაუსკდა და წამებაში მოკლეს”-ამბობს გარდაცვლილის მამა.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების თაობაზე საუბრობს სახალხო დამცველი, რომელიც ამბობს, რომ მისი ინფორმაციით 35 მამაკაცი საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს და ცხედარს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა.

არჩილ ტატუნაშვილს სამარშუტო ტაქსით ოკუპირებულ ახალგორში პროდუქტი შეჰქონდა, ეს მისი ბიზნესი არ ყოფილა. ოჯახში გვიყვებიან, რომ ტვირთის შესატანად ხანდახან მის ავტომობილს ქირაობდნენ. ახალგორში მოკლულის ბებია ცხოვრობს, ხშირად მასთან რჩებოდა.

2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ მეთორმეტე შემთხვევაა, როდესაც რუსმა ჯარისკაცებმა ადგილობრივები გაიტაცეს, სცემეს და მხოლოდ გამოსასყიდის შემდეგ გაათავისუფლეს.