იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შვიდი მოსამართლე უვადოდ გაამწესა

A+ A-

13:05 19/10/2018

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული შვიდი მოსამართლე უვადოდ გაამწესა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

კენჭისყრის პროცედურაში საბჭოს 13 წევრი მონაწილეობდა.

დღეს უვადოდ გამწესებული მოსამართლეები არიან:

ნანა აფციაური – საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, 12 ხმით, ერთი წინააღმდეგი.

ეკა კულულაშვილი – საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინა სასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე, 13 ხმით. ამავე პოზიციაზე, დავით კურტანიძე 13 ხმით გამწესდა.

ქეთევან მინაშვილი – საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, 12 ხმა ერთის წინააღმდეგ.

თამარ ოქროპირიძე – საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, 13 ხმით.

ანა ჩხეტია – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, 13 ხმით.

დავით წერეთელი – საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, 12 ხმით.

დღეს კენჭისყრის პროცედურა იმ მოსამართლეებმა გაიარეს, რომლებიც თანამდებობაზე 2015 წლის პირველ აგვისტოს გამწესდნენ და სამწლიანი ვადა ეწურებათ. მათ გასაუბრება, საბჭოს წევრებთან გასულ სხდომაზე გაიარეს.

საბჭომ გადაწყვეტილება ღია კენჭისყრით მიიღო.