შეინარჩუნეთ ბუნებრივი და მიმზიდველი ტუჩები სახლის პირობებში
შეინარჩუნეთ ბუნებრივი და მიმზიდველი ტუჩები სახლის პირობებში

A+ A-

10:47 19/10/2018

ტუჩებმა დროთა განმავლობაში შეიძლება დაკარგონ ბუნებრივი ფერი სხვადასხვა მიზეზების გამო. ეს შეიძლება იყოს: დაბერება, უხარისხო პომადის გამოყენება, არასწორი კვება, მზის სხივების პირდაპირი ზეგავლენა და ა.შ. თუ გსურთ თქვენს ტუჩების ნატურალური მოვარდისფრო შეფერილობა დაუბრუნოთ, ამისათვის მარტივი პროცედურებია საჭირო, რომელთა შესრულებაც თქვენ შეგიძლიათ სახლის პირობებში.

• მოამზადეთ ტუჩების სკრაბი, წყლის, შაქრის ან მარილის და თაფლის (1:1:1 პროპორციით) გამოყენებით. შეიზილეთ იგი ტუჩებზე მსუბუქი (მასაჟისმაგვარი) მოძრაობებით, ეს პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში რამდენჯერმე.
• ტუჩების კანისათვის დიდი ზიანის მომტანია ქარისა და სიცივის ზემოქმედება. ეს იწვევს კანის აქერცვლას და ნაპრალების გაჩენას, რომელთა დაფარვა თითქმის შეუძლებელია. ამიტომ, როცა აღმოაჩენთ კანის აქერცვლის წინაპირობას, ტუჩებზე წაისვით ცხიმიანი კრემი ან უბრალოდ თაფლი.
• მოადუღეთ გვირილა, ჩაუმატეთ 1 სუფრის კოვზ მშრალ ყვავილს 1 ჭიქა ადუღებული წყალი. გააკეთეთ სველსაფენები, ბამბის ტამპონი დაასველეთ ნახარშში და მიიდეთ ტუჩებზე ძილის წინ ყოველ საღამოს. გვირილას სამკურნალო თვისებების დახმარებით ტუჩება გახდება რბილი და ბუნებრივი.
• კვირაში ერთხელ მაინც, ჩაიტარეთ ტუჩების მასაჟი კბილის ჯაგრისის დახმარებით. ეს დაგეხმარებათ პირველ რიგშუ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში და შემდეგ
• გამოიყენეთ ტუჩის პომადები და კრემები, რომლებიც შეიცავენ მცენარეულ ზეთებს, А და Е ვიტამინებს. ისინი იცავენ ტუჩების თხელ კანს, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, გამოშრობისგან, ასევე ხელს უწყობენ მცირე ზომის ნაპრალების გამთელებას.
• მუქი ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ ნუშის ზეთი. წაისვით იგი ტუჩებზე მასაჟისებური მოძრაობებით დღის განმავლობაში. მას ასევე აქვს დამატენიანებელი ზემოქმედება, დაგეხმარებათ კანის სიმშრალისა და აქერცვლის მკურნალობაში.
• ყოველდღიურად, 2 კვირის განმავლობაში ტუჩებზე წაისვით კარაქი. ის შესანიშნავად შეარბილებს მათ, უზრუნველყოფს აბრეშუმისმაგვარ კანს და სასიამოვნო ფერს.