თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა

A+ A-

22:20 14/03/2019

თბილისში, კოსტავა ქუჩაზე ავტოავარიის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა .

შედარებით მძიმე არის დაშავებული ახალგაზრდა ქალი, მამაკაცს კი მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული.

ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც "2020news-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში  განუცხადეს,  ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.