გომბორზე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
გომბორზე  სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

A+ A-

13:46 14/03/2019

გომბორის საგუშაგოსთან „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ნახევრად სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

ჯერჯერობით  უცნობია, რამ გამოიწვია ავტომანქანის აალება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ადგილზე მუშაობს სახანძრო სამაშველო ჯგუფები, მაშველებმა დროულად შეძლეს ცეცხლის ჩაქრობა და ავტომობილი აფეთქებას გადაურჩა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია“, – განაცხადეს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მომხდარის გამო, გომბორის გზაზე ავტომობილების გადაადგილება გართულებულია.