ახალგაზრდა მამაკაცი მესამე სართულიდან გადმოვარდა
ახალგაზრდა მამაკაცი  მესამე სართულიდან გადმოვარდა

A+ A-

09:23 14/03/2019

უბედური შემთხვევა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე.

30 წლის მამაკაცი გვიან ღამით საცხოვრებელი სახლის მესამე სართულიდან გადმოვარდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამი იყო. დაშავებული ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით, დაცემის შედეგად მამაკაცს ხერხემალი დაუზიანდა - იგეგმება ოპერაციის ჩატარება.

ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

საქმეზე აღძრულია 115-ე მუხლით, რომელიც  თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.