რუსთავში სახლის სახურავიდან გოგონა გადმოვარდა
რუსთავში სახლის სახურავიდან გოგონა გადმოვარდა

A+ A-

14:30 13/03/2019

რამდენიმე წუთის წინ, რუსთავში 13 წლის გოგონა საცხოვრებელი სახლის სახურავიდან გადმოვარდა.

თვითმხილველთა თქმით, სახლის სახურავზე ორი გოგონა იმყოფებოდა, რომლებიც ფოტოებს იღებდნენ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მოზარდი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც "2020NEWS“-ს  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  მიმდინარეობს მოკვლევა. საქმე აღძრულია 115-ე მუხლით.