ახმეტაში მაშველი დაიღუპა
ახმეტაში მაშველი დაიღუპა

A+ A-

09:16 13/03/2019

ახმეტაში მაშველი დაიღუპა. 34 წლის ახალგაზრდა სოფელ ნადუქნარში სასაფლაოზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა, რა დროსაც სპეცდანიშნულების მანქანიდან ფეხი დაუცდა და ბორბლების ქვეშ მოყვა. ის ადგილზე დაიღუპა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და კრიმინალისტიკური სამსახური - ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.