ახმეტაში მეხანძრე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა
ახმეტაში მეხანძრე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა

A+ A-

17:21 12/03/2019

ახმეტის სახანძრო- სამაშველო სამსახურის თანამაშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარში იმ დროს მოხდა, როდესაც 34 წლის მაშველი სოფლის სასაფლაოზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცი მოძრავ სპეცდანიშნულების მანქანაზე ასვლისას, ფეხი გაუცურდა და მანქანამ ქვეშ მოიყოლა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პილიცია და კრიმინალისტური სამსახური.

როგორც „2020NEWS” შინაგან საქმეთა სმაინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის აფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.