ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

A+ A-

17:55 11/03/2019

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე  23 წლის ბიჭი დაჭრეს, დაჭრილია გიორგი მღებრიშვილი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

მას სავარაუდოდ, ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში აქვს მიყენებული. ექიმების განცხადებით, მის სიოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც "2020NEWS.GE"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო, კერძოდ 19-108 და 236 მუხლებით, რაც განზარხ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენმახვა-ტარებას გულისხმობს.