თბილისის მერიის საწყობი გაქურდეს
თბილისის მერიის საწყობი გაქურდეს

A+ A-

13:31 09/03/2019

თბილისის მერიის საწყობი, სადაც მოქალაქეების პირადი ნივთები, ავეჯი და ტექნიკა ინახებოდა გაძარცვეს. მომხდარის შედეგად დაზარალდა ის ხუთი ოჯახი, რომლებიც თუმანიანის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მერიამ საკუთარი სახლებიდან ქირით გაიყვანა. მათი ნივთები კი დედაქალაქის მერიის საწყობში ინახებოდა.

საცავში მისულებს საწყობი გაძარცვული დახვდათ, შენობაში კი იძულებით გადაადგილებული პირები დახვდნენ: "უნდა დასრულებულიყო 2013 წელს, 2012 წელს გაგვასახლეს, 10 დღე მეძინა სიონის ბაღში, სანამ ბინას ქირით ვიშოვიდი. გაძარცვულია ყველაფერი. ლტოლვილები შეუშვიათ. რომ ვკითხეთ, ვინ შემოგიშვათო, გამგეობამ შემოგვიშვაო,“ - განაცხადადა დაზარალებულმა ნოდარ ალადაშვილმა. ადგილობრივები პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებენ და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.