ბანკიდან ფულის გატაცების ფაქტს შსს არ ადასტურებს
ბანკიდან ფულის გატაცების ფაქტს  შსს არ  ადასტურებს

A+ A-

14:01 08/03/2019

„საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე თავდასხმაზე შსს ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს. 

უწყების ინფორმაციით, თბილისში, გლდანში მე-6 მ/რ-ში „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე არ დასტურდება ბანკიდან ფულის გატაცების ფაქტი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სიახლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით დაიწყო.

გლდანში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა დღეს მოხდა.