"იმედი გვაქვს, ოდესმე ბელარუსის მხრიდან ჩვენი აღიარება მოხდება, დაველოდებით ამ მომენტს“
"იმედი გვაქვს, ოდესმე ბელარუსის მხრიდან ჩვენი აღიარება მოხდება, დაველოდებით ამ მომენტს“

A+ A-

15:15 02/03/2019

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერს სერგეი შამბას იმედი აქვს, რომ ოდესმე ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ამის შესახებ შამბამ რუსულ მედიასთანს აუბრისას განაცხადა.

„აფხაზეთს ტრადიციულად ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბელარუსთან. ზაფხულობით ბელარუსი ტურისტები გვესტუმრებიან. იმედი გვაქვს, რომ ოდესმე ბელარუსის მხრიდან ჩვენი აღიარება მოხდება. დაველოდებით ამ მომენტს“, - განაცხადა სერგეი შამბამ.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი თქვა ბელარუსის შესაძლო საერთაშორისო იზოლაციის გამო.

ბელარუსის ლიდერის თქმით, მან ამ საკითხზე რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტთან საუბარიც სცადა, თუმცა, დიმიტრი მედვედევმა განუცხადა, რომ ეკონომიკური საკითხები მისი კომპეტენცია არ იყო და ის პრემიერ პუტინთან უნდა გადაეწყვიტა.