ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს აპრილში სირიის სამთავრებო დელეგაცია ეწვევა
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს აპრილში სირიის სამთავრებო დელეგაცია ეწვევა

A+ A-

15:02 21/02/2019

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას აპრილში სირიის რეჟიმის სამთავრობო დელეგაცია ესტუმრება. ამის შესახებ  დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ოსურ მედიასთან საუბარში განაცხადა.

"აპრილში ველოდებით სტუმრებს მოძმე სირიიდან. ამ ეტაპზე ჩვენ უკვე განვიხილავთ ერთობლივ ორმხრივ პროექტებს და ასევე, ვმუშაობთ სამხრეთ ოსეთის საელჩოს დამასკოში გახსნის საკითხზე“, - განაცხადა ბიბილოვმა.

შეგახსენებთ, 2018 წლის 29 მაისს ბაშარ ასადის რეჟიმმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.