სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელს ხვდება
სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელს ხვდება

A+ A-

19:33 20/02/2019

ბერლინში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო.

ორი ლიდერის საუბრის ძირითადი საკითხები გერმანია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება და ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებია. 

დღესვე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი  გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. იგი გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.