დღეს კიევში საქართველოს ოთხი მოქალაქე ქურდობის ბრალდებით  დააკავეს
დღეს კიევში საქართველოს ოთხი მოქალაქე ქურდობის ბრალდებით  დააკავეს

A+ A-

14:00 17/02/2019

დღეს კიევში საქართველოს ოთხი მოქალაქე ქურდობის ბრალდებით  დააკავეს.

როგორც უკრაინული მედია იტყობინება, შემთხვევა ანტონოვის ქუჩაზე მოხდა, სადაც ტურისტებად ჩასულმა ქართველებმა ერთ ღამეში, ოთხი ადამიანი გაძარცვეს. ამ დროისთვის ოთხივე მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.  

მედიის ინფორმაციით, დაკავების მომენტში საქართველოს  მოქალაქეებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს. ერთ-ერთი მათგანი კი, მოპარული ნივთების გადაგდებას შეეცადა. დაკავებულების ნაწილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.