ანონსი

A+ A-

22 თებერვალს, 10:00 საათზე, თბილისში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ოფისში მომავალი ლიდერთა სკოლის გახსნის ცერემონია გაიმართება.

მის: ალექსანდრე პუშკინის #13

საკონტაქტო: ნინუცა აბზიანიძე, კომუნიკაციების კოორდინატორი - 599 485508; ნინო ჯიბუტი - 579262424

 

22 თებერვალს, 12:00 საათზე, „სოციალ-დემოკრატების“ ორგანიზებით, პარლამენტში მორიგი კონფერენცია გაიმართება.

თემა: ჯანდაცვის პოლიტიკა.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი, C კორპუსი, V სართული

 

22 თებერვალს, 13:00 საათზე , ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში StrategEast-ისა და EPAM-ის მიერ, ევრაზიის რეგიონში პირველი საგანმანათლებლო IT-HUB-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიება მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს IT კომპანიები და IT-HUB-ის მასწავლებლები. მოწვეულ სტუმართა შორის იქნებიან დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს მთავრობა.

მის: ოქროყანა, ინოვაციების ქ.#7

საკონტაქტო: სალომე არშბა - 599 71 21 31

 

22 თებერვალს, 14:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ახალგაზრდული ორგანიზაცია „რეფორმერი“ პრეზენტაციას გამართავს.

პრეზენტაციას დაესწრებიან საფრანგეთის, ავსტრიის, გერმანიის, ჰოლანდიის, ბრაზილიის, იაპონიის ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციების IRI, USAID, FNF World Vision-ის წარმომადგენლები.

საკონტაქტო: ალექსანდრა ნაკაიძე: 599101520

 

22 თებერვალს, 18:00 საათზე, აბრეშუმის ფაბრიკის არტ-სტუდიაში პატრიცია დელონის ახალი პოეტური კრებულის პრეზენტაცია და ნახატების პერსონალური გამოფენა გაიმართება.

საკონტაქტო: 577100830