ანონსი

A+ A-

29 სექტემბერს, 10:00 საათზე, პეკინის გამზირისა და ჟვანიას მოედანზე არსებულ შუა ზოლში დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრება.

სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი გაეცნობა.

მის: პეკინის გამზირისა და ჟვანიას მოედანზე არსებული გზაგამყოფი ზოლი

საკონტაქტო: სოფო დეკანოსიძე - 551 51 55 99

29 სექტემბერს, 10:00 საათზე, სკოლების დეპოლიტიზების მხარდამჭერი საზოგადოებრივი კომისია საზოგადოებრივი სექტორი განათლების სისტემის დეპოლიტიზების ხელშეწყობის მიზნით, საზოგადოებრივ კომისიას წარადგენს.

მის.: ოთარ ჩხეიძის N5, კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრი (CTC)

საკონტაქტო: თამარ გურგენიძე - 591819797

29 სექტემბერს, 10:30 საათზე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ცენტრალურ ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელზეც „სამართლიანი არჩევნები“ წარმოადგენს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედურ ანგარიშს.

მის.: ონიაშვილის #37

29 სექტემბერს, 11:00 საათზე, გორში, ჩხუბის შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდის, ერეკლე თადლიაშვილის ოჯახის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში" განცხადებას გააკეთებს.

მის.: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

29 სექტემბერს, 11:00 საათზე, ზუგდიდში, სამოქალაქო პლატფორმა 20/20 ის წარმომადგენელი ალიკა კუპრავა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში 94 საჩივარს შეიტანს და ბრიფინგს გამართავს.

მის.: ზუგდიდი, კოსტავას N58

საკონტაქტო: ალიკა კუპრავა - 514 091919

29 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „სტამბას“ ამფითეატრში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი განახლებული მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის პირობების და ეტაპების შესახებ პრეზენტაციას გამართავს.

საკონტაქტო: ანა მაჭავარიანი - 599805599

29 სექტემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი დავით ბრაგვაძე და ისტორიკოსი, ფილმ „ცხინვალი 1920-ის“ სცენარის ავტორი დიმიტრი სილაქაძე პრესკონფერნეციას გამართავენ.

თემა: დოკუმენტური ფილმის, „ცხინვალი 1920-ის“ პრემიერა.

მის.: კოსტავას ქ.47/57

საკონტაქტო - 593 53 45 24

29 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: სადგურის მოედანი #2

საკონტაქტო: 577624445

29 სექტემბერს, 11:00 საათზე, დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ემიგრანტების საარჩევნო ნების გამოხატვის უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ დამატებითი საარჩევნო უბნები გახსნას.

მის.: კოსტავას #19

საკონტაქტო:599437403

29 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე, ზაალ კასრელიშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: დაძაბული ვითარება რეგიონში – საბრძოლო მოქმედებების განახლება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

მის: კოსტავას ქ.47/57

29 სექტემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

29 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი და საბურთალოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი, „დელისის“ მეტროსთან მდებარე ყოფილი “პროფკავშირების” შენობის წინ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

29 სექტემბერს, 12:00 საათზე, ლევან კობერიძე პარლამენტის სხდომათა დარბაზთან ბრიფინგს გამარათავს.

თემა: „ქართული ოცნების“ დებატებში არმონაწილეობა

29 სექტემბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

პლენარული სხდომის შესვენების დროს:

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ:

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

29 სექტემბერს, 12:00 საათზე გარდენიეში, „ევროპული საქართველოს“ პარტიული სიის პრეზენტაცია გაიმართება.

მის.:ნიკოლოზ ხუდადოვის 138.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 5 99 43 43; თორნიკე დიასამიძე- 597 04 06 08 

29 სექტემბერს, 12:00 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთი ირიბი ფიგურანტის, დაკავებულ დავით ფურცხვანიძის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: გალის ქუჩა #1.

29 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა გაიმართება.

მის.: ათონელის 27

29 სექტემბერს, 13:30 საათზე მეტროსადგურ პოლიტექნიკურთან „პატრიოტთა ალიანსის“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი კახაბერ ძაგანია მოსახლეობას შეხვდება და დაარიგებს 3 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მოსაწვევებს.

საკონტაქტო: 59951744; 579 957 665

29 სექტემბერს, 14:00 საათზე, პარტია „პროგრესული საქართველოს“ ოფისში „პროგრესული საქართველო“ და ადვოკატთა გუნდი, მათ შორის ალექსანდრე კობაიძე ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ

მის.: კოსტავას #76

საკონტაქტო: 598549484

29 სექტემბერს, 15:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

29 სექტემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

29 სექტემბერს, 18:00 საათზე, თბილისის მერიასთან, „დიღმის ჭალების" გადარჩენის მოთხოვნით, ადგილობრივი მოსახლეობისა და გარემოსდამცველთა ინიციატივით დაგეგმილ აქციას ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი შეუერთდება.

საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 597 001 923

29 სექტემბერს, 18:30 საათზე „ბიოლიში“ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდებიან. დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გახსნიან.

მის: ბიოლის ქუჩა 1, კოჯორი