"პატრიარქის მიერ შერიგებულ მოჭიდავეებს შორის რესტორანში ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა"

პატრიარქის მიერ შერიგებულ მოჭიდავეებს შორის რესტორან "თავადურში“ ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა - აღნიშნულის შესახებ “2020NEWS“-ს რესტორნის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
“მოჭიდავეებს შორის ჩვენს რესტორანში დაპირისპირება არ მომხდარა, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადეს რესტორნის ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, შერიგების აღსანიშნად შეკრებილმა მოჭიდავეებმა რესტორან “თავადურში“ იჩხუბეს. წყაროს ინფორმაციით, საავადმყოფოში ერთ-ერთი მოჭიდავე გადაიყვანეს, ხოლო ჩხუბში მონაწილე სხვა სპორტსმენებს მცირე დაზიანებები აღენიშნებოდათ. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ერთ-ერთი მოჭიდავის მხრიდან ბილწსიტყვაობას მოჰყვა.