გიგლა ბარამიძე – ივანიშვილი კვირიკაშვილს და მის გუნდს ძალიან მალე გადააყენებს
გიგლა ბარამიძე – ივანიშვილი კვირიკაშვილს და მის გუნდს ძალიან მალე გადააყენებს

A+ A-

03:04 15/10/2018

“ივანიშვილი კვირიკაშვილს და მის გუნდს ძალიან მალე გადააყენებს“, – ამის შესახებ „2020“-ს გიგლა ბარამიძემ განუცხადა.

“ჩაიხრჩო “ქართული ოცნება” კორუფციულ გარიგებებში. ღირსეული პროფესიონალების ნაცვლად, მაღალ თანამდებობებზე ვიგინდარები და ქუჩიდან მოყვანილი უმაქნისები ინიშნებიან. პრემიერის შეგინებაც და ვითომ ახლა გამოხატული პროტესტიც არის ამ ხელისუფლების უსასოობის, უსქესობის, შიშის გამოვლინება. “ოცნების” ძალიან ბევრ წევრს იმაზე ფიქრიც კი ზარავს, რა მოხდება, როცა ისინი ხელისუფლებაში აღარ იქნებიან. ივანიშვილი ისეთ მიზეზს ეძებს, რომ კვირიკაშვილის გადადგომას მითქმა-მოთქმა არ მოჰყვეს. მთავრობის მეთაურს მთელი მისი გუნდი მიჰყვება თან. ეს დრო ძალიან მალე დადგება“, – აცხადებს ბარამიძე.

ბარამიძე პარლამენტარ ოთარ დანელიას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ღიად განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებაში“ პრობლემებია.

“ეს არის ჩვეულებრივი ვირთხული ფსიქიკა. ჯერ იმიტომ, რომ ვირთხებივით შეესივნენ ბიუჯეტს და ჩვენს მიერ გადახდილ გადასახადებს ჭამენ. ვირთხობის მეორე მაგალითი გახლავთ ის, რომ ჩასაძირად განწირული გემიდან გასაქცევად ემზადებიან, აქეთ-იქეთ აცეცებენ თვალებს, ჯერ არ იციან, სად გაიპარონ“, – აცხადებს გიგლა ბარამიძე.