თორნიკე შარაშენიძე – საქართველოს უჭირს იმის გაგება, რომ გერმანია სერიოზული მოთამაშეა და ამერიკის ჭკუაზე არ ივლის
თორნიკე შარაშენიძე – საქართველოს უჭირს იმის გაგება, რომ გერმანია სერიოზული მოთამაშეა და ამერიკის ჭკუაზე არ ივლის

A+ A-

12:57 17/10/2018

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს ხვალ საქართველოდან დაიწყებს. ექსპერტების თქმით, იგი საქართველოს დედაქალაქში რამდენიმე მესიჯს გააჟღერებს. იტყვის, რომ პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ არ ახსენებს ოკუპაციას. ჩვენთვის კი მთავარია, მერკელი დავარწმუნოთ, რომ აღარ შეეწინააღმდეგოს საქართველოს ნატო-ში მიღებას. ის საქართველოს ასევე ეტყვის, რომ ნატო-ს წევრი გახდება, თუმცა როდის, არც ამას დააკონკრეტებს.

გერმანიის კანცლერის ვიზიტთან დაკავშირებით „2020NEWS” ექსპერტ თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა:

– ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი არ მაქვს, რადგან ჩვენი მთავრობა ძალიან პასიურ მდგომარეობაში ყოფნას ამჯობინებს. ცდილობენ, რამე არ გააფუჭონ და ძალიან ფრთხილად იქცევიან. გერმანიასთან ორმხრივ ურთიერთობაში დიდი ხანია გვიჭირს. ეს ქვეყანა გადართულია უფრო სხვა საკითხებზე – მაგალითად სირიაზე, უკრაინაზე, რაც გამოიკვეთა კიდეც ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს გერმანიასთან ისეთ დონეზე აწყობილი ურთიერთობა, რომ ანგელა მერკელს რაიმე ვთხოვოთ.

– გერმანია ყოველთვის უარს ამბობს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე. როგორ ფიქრობთ, ამის მიზეზი რა არის?

– საქართველოს უჭირს იმის გაგება, რომ გერმანიას თავისი ეროვნული ინტერესები აქვს, რომელიც არ ემთხვევა ჩვენს ინტერესებს. უჭირთ იმის გაგებაც, რომ გერმანია სერიოზული მოთამაშეა და ამერიკის ჭკუაზე არ ივლის.

– თქვენი აზრით, საქართველოში ანგელა მერკელი რა მესიჯს გააჟღერებს?

– ნუ გეშინიათ, გვახსოვხართ. იტყვის, რომ დაგპირდით და ნატო-ში ოდესმე მიგიღებთ, მაგრამ ამ ნათქვამს აუცილებლად დააყოლებს მაპს.

ევროპის ერთ-ერთი გავლენიანი ქალი პოლიტიკოსი თბილისში 23 აგვისტოს დღის ოთხ საათზე ჩამოვა. იგი საქართველოს დედაქალაქში ორი დღე დარჩება. გერმანიის კანცლერი საქართველოდან სომხეთსა და აზერბაიჯანში გაემგზავრება.