"ტექნიკა წარმოადგენს პირველი ქვეითი ბრიგადის საკუთრებას, რომელიც საველე სწავლების შემდეგ ბრუნდებოდა გორში"
"ტექნიკა წარმოადგენს პირველი ქვეითი ბრიგადის საკუთრებას, რომელიც საველე სწავლების შემდეგ ბრუნდებოდა გორში"

A+ A-

17:43 13/05/2022

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ასახულია ახალციხიდან გორის მიმართულებით სარკინიგზო ვაგონებით ტექნიკის ტრანსპორტირება. აღნიშნული ტექნიკა წარმოადგენს პირველი ქვეითი ბრიგადის საკუთრებას, რომელიც გეგმიური ასეულის დონის საველე სწავლების შემდეგ ბრუნდებოდა ქალაქ გორში.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და რკინიგზის გამოყენებით აღნიშნულ პოლიგონზე წლებია გეგმიური სწავლებების ფარგლებში ტექნიკის ტრანსპორტირება ხორციელდება.

თხოვნით მივმართავთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის ვიდეოების გავრცელებისგან, რაც საზოგადოებაში უსაფუძვლო პანიკას იწვევს. აქვე აღვნიშნავთ, რომ სწავლების შესახებ თავდაცვის სამინისტრომ დეტალური ინფორმაცია 12 მაისს გაავრცელა“, - აღნიშნულია განცახადებაში.