ზელენსკი - უკრაინა არასოდეს აღიარებს დონბასის "ავტონომიას"
ზელენსკი - უკრაინა არასოდეს აღიარებს დონბასის "ავტონომიას"

A+ A-

16:00 13/05/2022

უკრაინა არასოდეს აღიარებს დონბასის „ავტონომიას“, რომელსაც რუსეთი სთავაზობს ტერიტორიების მიტაცებით და ხალხის მკვლელობით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, დონბასის „ავტონომიაზე“ საუბარი არ შეიძლება.

”ახლა მათ აღიარეს დონბასის ტერიტორიები, როგორც ცალკეული რესპუბლიკები, რომლებიც არ არიან უკრაინის შემადგენლობაში. რუსეთმა განაცხადა, რომ დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ყველა დასახლება არის ”მთელი ჩვენი მიწა”, ახლა კი ისინი თითქოს ასუფთავებენ დონბასს ნაცისტებისაგან. მოკლეს, გაანადგურეს და ამბობენ - ახლა მოდით ავტონომია. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ მათ ავტონომიას“, - განაცხადა ზელენსკიმ.