"ყველაფერს აკეთებენ მოსამართლეები, რომ არ განიხილონ შუამდგომლობა"
"ყველაფერს აკეთებენ მოსამართლეები, რომ არ განიხილონ შუამდგომლობა"

A+ A-

12:41 10/05/2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 2 კვირით გადაიდო.

სასამართლო პროცესი ადვოკატების შუამდგომლობით გაიხსნა, რომლითაც პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპერტების შეშვებას ითხოვდენ.

მოსამართლე  ბადრი კოჭლამაზიშვილმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად  მას ჭირდებოდა რომელიმე ექსპერტთან გასაუბრება, რის შემდეგაც  გადაწყდა, რომ ინფორმაციას სასამართლოს წინაშე ცენტრ „ემპათიას“  ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი წარადგენდა, თუმცა მოკლე ხანში კოჭლამაზიშვილმა გადაწყვეტილება შეცვლა და სხდომა დახურულად გამოაცხადა.

ამის საბაბად კი ადვოკატებს მიერ წარდგენილი მიხეილ სააკაშვილის წერილი გახდა, რომელშიც ითხოვდა, რომ მის გარეშე მტკიცებულებების განხილვა არ მომხდარიყო.  მოსამართლემ წარადგინა პენიტენციური სამსახურის წერილი, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი ხელს აწერდა, რომ სხდომა  მისი მონაწილეობის გარეშე გამართულიყო. მოსამართლემ აღნიშნული წინააღმდეგობა სხდომის  დასრულების საფუძველად ჩათვალა.

ადვოკატების განცხადებით, მოსამართლოს მიზანი სხდომის გადადება იყო, რომ მათ მიერ დაყენებული შუამდგომლობა არ განეხილა.

"მოსამართლე ისე გაიქცა სხდომიდან, რომ ამის მიზეზი წესიერად არ უთქვამს. ყველაფერს აკეთებენ მოსამართლეები, რომ არ განიხილონ შუამდგომლობა, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომ შესაბამისად, პასუხისმგებლობა თავიდან აიცილონ“,  - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ე.წ. პიჯაკების საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 24 მაისს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.