თავდაცვის ძალებში შვიდკაცა რაგბიში და ლელობურთში ტურნირი დასრულდა
თავდაცვის ძალებში შვიდკაცა რაგბიში და ლელობურთში ტურნირი დასრულდა

A+ A-

17:46 05/05/2022

საქართველოს თავდაცვის ძალებში შვიდკაცა რაგბიში და ლელობურთში ტურნირი დასრულდა.

თამაშებში, რომელიც გორის რაგბის სტადიონზე მიმდინარეობდა, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებისგან დაკომპლექტებული რვა გუნდი იღებდა მონაწილეობას. შვიდკაცა რაგბიში პირველი ადგილი IV ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა დაიკავა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები I და III ქვეითი ბრიგადის გუნდებმა გადაინაწილეს.

ლელობურთში პირველ ადგილს III ქვეითი ბრიგადის ნაკრები დაეუფლა, მეორე ადგილს - VI საარტილერიო ბრიგადა, ხოლო მესამე ადგილი II ქვეითმა ბრიგადამ დაიკავა.

ფინალურ თამაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და რაგბის კავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ გამარჯვებულ გუნდებს სამ საპრიზო კატეგორიაში შესაბამისი მედლები და თასი გადასცეს. ტურნირში მონაწილე რვა გუნდიდან შეირჩა 12 მოთამაშე, რომლებიც უწყების სახელით 2022 წლის ივნისში, საფრანგეთში დაგეგმილ ჯარებს შორის შვიდკაცა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.

საქართველოს თავდაცვის ძალებში შვიდკაცა რაგბიში და ლელობურთში ტურნირი თავდაცვის სამინისტროს სპორტული ღონისძიებების სამსახურისა და რაგბის კავშირის ორგანიზებით ჩატარდა.