საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 32 წელი შესრულდა
საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 32 წელი შესრულდა

A+ A-

17:27 13/10/2021

საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 32 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მერაბ კოსტავას სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობა, საქართველოს თავისუფლების დიდი იდეა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა.

“დღეს საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 32 წელი შესრულდა.
მის სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობა, საქართველოს თავისუფლების დიდი იდეა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა.

მერაბ კოსტავას ცხოვრება ყველა თაობისთვის დარჩება ზნეობრივ ორიენტირად, სამშობლოს სიყვარულისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის მისაბაძ მაგალითად”, -   ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა.

მერაბ კოსტავა საეჭვო ვითარებაში 1989 წლის 13 ოქტომბერს დაიღუპა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

2013 წლის 26 სექტემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მერაბ კოსტავას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.