მაშველებმა ნანგრევებიდან გარდაცვლილი დედა-შვილის ცხედრები ამოიყვანეს
მაშველებმა ნანგრევებიდან გარდაცვლილი დედა-შვილის ცხედრები ამოიყვანეს

A+ A-

13:21 09/10/2021

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ორი გარდაცვლილის ცხედრები ამოიყვანეს.

გარდაცვლილები დედა და მისი 12 წლის შვილი არიან.

ამ დროის მონაცემებით, ტრაგედიას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საავადმყოფოში.

გარდაცვლილებიდან 4 ერთი ოჯახის წევრია.

ოფიციალური მონაცემებით, ნანგრევებში კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.