"ცხოვრებაში არასდროს არავისტი არ ვყოფილვარ, დღეს ვარ მიშისტი"
"ცხოვრებაში არასდროს არავისტი არ ვყოფილვარ, დღეს ვარ მიშისტი"

A+ A-

12:39 08/10/2021

ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობას უცხადებს.

მისი თქმით, აუცილებელია სააკაშვილმა რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვოს.

"ცხოვრებაში არასდროს არავისტი არ ვყოფილვარ, ვერც ვერავინ გამიბედავდა მსგავსს. ქვეყნისტი - კი.

დღეს ვარ მიშისტი.

ვაღიარებ და ვამაყობ, რომ ჩემს ქვეყანას გმირები ყავდა, ყავს და ეყოლება", - წერს ამირან ხვადაგიანი სოციალურ ქსელში.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მე-8 დღეა, შიმშილობს.