სანდრა რულოვსი - მან შეასრულა თავისი დაპირება, მიშა გამარჯვებულია!
სანდრა რულოვსი - მან შეასრულა თავისი დაპირება, მიშა გამარჯვებულია!

A+ A-

22:59 01/10/2021

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ყოფილი მეუღლის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"მან შეასრულა თავისი დაპირება! მშვიდობიანად ჩამოვიდა, მთელი ქვეყანა გამოიარა, გაგვაგებინა რა გეგმით ვიმოქმედოთ და ამ ყველაფერთან ერთად ნათლად დაგვანახა მთავრობის ნამდვილი სახე და სისტემის მანკიერება. ხვალ თქვენ თვითონ შეაფასეთ მისი გმირული და გენიალური საქციელი - ყველა რეფერენდუმზე!! მიშა გამარჯვებულია!", - წერს რულოვსი სოციალურ ქსელში.