გია ბურჯანაძე - ეს არის საბჭოთა კავშირი!
გია ბურჯანაძე - ეს არის საბჭოთა კავშირი!

A+ A-

12:08 15/09/2021

ამ ტიპის ტოტალური კონტროლის პირობებში ქვეყანაში არც არჩევნები იქნება რეალური და არც რამე სხვა. ეს არის საბჭოთა კავშირი! - ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილე გია ბურჯანაძე აცხადებს, რომელიც სუსის არქივებიდან გამოჟონილ უკანონო მოსმენების ამსახველ დოკუმენტებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ის აცხადებს, ქვეყანაში არცერთი ინტიტუცია თავის ფუნქციას არ ასრულებს და არც უკანონო
მოსმენების გამკონტროლებელი და დამბალანსებელია ვინმე.

"2 დღეა, სიტყვებს ვერ მოვუყარე თავი, ძალიან რთულია ამ ყველაფრის დანახვა. რაზეც ვაფრთხილებდით პოლიტიკოსებს ყველაფერი ახდა სამწუხაროდ. ვხედავთ, რომ დიდი გავლენის საპატრიარქოს სრულად უსმენდნენ და აკონტროლებდნენ.

დღეს 1 დაქლიქებით არის შესაძლებელი სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციის მოსმენა. ამის შესაძლებლობას ითვალისწინებს კანონი და ტექნიკური ინფრასტრუქტურა.

უკანონო მოსმენის შემმოწმებელი და დამბალანსებელი არავინაა ქვეყანაში. არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო. 3 წელია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოაქვს მოსმენების კანონზე. პროკურატურამ დღეს გამოძიება დაიწყო და ძალიან გამეცინა (სწრაფად და ობიექტურად გამოიძიებენ).

პარლამენტი ვერაფერს აკონტროლებს. სახელმწიფო ინსპექტორს არ აქვს შემოწმების მანდატი ამ სისტემაზე სრულად.

ამ ტიპის ტოტალური კონტროლის პირობებში ქვეყანაში არც არჩევნები იქნება რეალური და არც რამე სხვა. ეს არის საბჭოთა კავშირი!"- წერს ბურჯანაძე სოციალურ ქსელში.