"ორივე ფილტვის ბულოზური ემფიზემის ფონზე, ორი აცრის პირობებში გამოვძვერი!"
"ორივე ფილტვის ბულოზური ემფიზემის ფონზე, ორი აცრის პირობებში გამოვძვერი!"

A+ A-

23:55 14/09/2021

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თედო ისაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსი დაამარცხა.

ისაკაძე საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ვირუსის დამარცხებაში სწორედ ვაქცინა დაეხმარა.

"გადავიტანე. მძიმედ, მაგრამ წარმატებით.

ორივე ფილტვის ბულოზური ემფიზემის ფონზე (იციან სპეციალისტებმა რა არის) ორი აცრის პირობებში გამოვძვერი!

აიცერით მეგობრებო! ყოველგვარი კითხვის გარეშე, ა ი ც ე რ ი თ !", - წერს თედო ისაკაძე სოციალურ ქსელში.