ბლოგერმა ლამარა აბჟანდაძემ "აიცერი და მოიგეს" ლატარიაში მოიგო
ბლოგერმა ლამარა აბჟანდაძემ "აიცერი და მოიგეს" ლატარიაში მოიგო

A+ A-

14:26 14/09/2021

ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე "აიცერი და მოიგეს" გამარჯვებულია.

"ამ დილით ჩემმა შვილიშვილმა პრადობის ნომერი მომთხოვა. გამიკვირდა, რისთვის დაჭირდა? მაგრამ იმწამსვე მომახარა ბებო 100 ლარი მოიგეო. ეს ლატარია აცრილებზე ყოფილა. მე რა თქმა უნდა, ერთ-ერთმა პირველმა ავიცერი და რადგან პირადობაში ქმრის გვარზე ვარ ხიდაშელზე გათამაშებაში ეწერა ლ. ხ. ეს მე ვარ ლამარა აბჟანდაძე. ყველას გირჩევთ, აიცრათ.

ხოლო ვინც აცრილები ხართ, შეამოწმოთ საიტზე მოიგეთ თუ არა", - წერს ლამარა აბჟანდაძე.

გამარჯვებულების ვინაობა დღეს, 12:00 საათზე გამოვლინდა და მათ შესახებ ინფორმაცია საიტზე - Stopcov.lotto.ge-ზე განთავსდა.