პუტინი თვითიზოლაციაში გადავიდა
პუტინი თვითიზოლაციაში გადავიდა

A+ A-

13:26 14/09/2021

ახლო წრეში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თვითიზოლაციაში გადავიდა.

ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

„ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მის წრეში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, მან გარკვეული პერიოდის განმავლობაში თვითიზოლაციის რეჟიმი უნდა დაიცვას“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.