პარიზის მერი საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს
პარიზის მერი საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

A+ A-

16:39 12/09/2021

პარიზის მერი ან იდალგო საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ იდალგომ ნორმანდიის ქალაქ რუანში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი დროის სერიოზულობის გათვალისწინებით და ჩვენი ცხოვრებისთვის იმედის მისაცემად, მე გადავწყვიტე, ვიყო საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი“, – განაცხადა 62 წლის ან იდალგომ.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2022 წელს არის დაგეგმილი.

იდალგო პირველი ქალი გახდა, რომელიც 2014 წელს საფრანგეთის დედაქალაქის მერობისთვის იყრიდა კენჭს.