რომის პაპი ფრანცისკე ისტორიაში პირველად ერაყში ჩავიდა
რომის პაპი ფრანცისკე ისტორიაში პირველად ერაყში ჩავიდა

A+ A-

21:05 05/03/2021

რომის პაპი ფრანცისკე ისტორიული ვიზიტით ერაყში პირველად ჩავიდა. კორონავირუსული პანდემიის დაწყების შემდეგ ეს პაპის პირველი საგარეო ვიზიტია.

რომის პაპი ქრისტიანული საზოგადოების დამშვიდებას და რელიგიური დიალოგის ხელშეწყობას შეეცდება, ასევე ერაყელი შიიტების ლიდერს შეხვდება და ქალაქ ერბილის სტადიონზე წირვას ჩაატარებს.

აღსანიშნავია, რომ რომის პაპს ერაყის უსაფრთხების ძალების 10,000-მდე წარმომადგენელი იცავს.

ერაყის ქრისტიანული საზოგადოების რაოდენობა ბოლო 30 წელიწადში, 1.4 მილიონიდან დაახლოებით 250,000-მდე შემცირდა, რაც მოსახლეობის მხოლოდ 1%-ია.