სამოქალაქო საზოგადოების ახალ მანიფესტს "ლელო", " სტრატეგია აღმაშენებელი" და ელენე ხოშტარია შეუერთდნენ
სამოქალაქო საზოგადოების ახალ მანიფესტს "ლელო", " სტრატეგია აღმაშენებელი" და ელენე ხოშტარია შეუერთდნენ

A+ A-

20:57 05/03/2021

დღეს  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ხელი მოეწერა მანიფესტს, რომელსაც პოლიტიკური პარტიები "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია შეუერთდნენ.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პოლიტიკოსებთან ერთად გამოდიან ინიციატივით - შეიცვალოს კონსტიტუცია, რომელიც დღეს ძირითად გამოწვევებს ვერ პასუხობს.  შეკრებილი საზოგადოების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კონსტიტუცია ბევრად კარგი იყო წლების წინ, ვიდრე ის დღეს არის. დღესვე სიმბოლურად მოეწერა ხელი მანიფესტს.

აღნიშნულ ღონისძიებას ექსპერტული წრეების და საზოგადოების წარმომადგენლების ხათუნა ლაგაზიძის, დავით კიზირიას, ლაშა ბუღაძის, რატი ამაღლობელის და საზოგადოების სხვა წევრების გარდა ესწრებოდნენ  პოლიტიკური გაერთიანება "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერები. მანიფესტზე ხელმოწერას შეუერთდა პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია.

"ლელოს" თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, რომელიც აღნიშნული მანიფესტის ერთ ერთი ხელმომწერია აცხადებს რომ დღეს პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეები  უმნიშვნელოვანესი საკითხის კონსტიტუციის გარშემო გაერთიანდნენ.

"მთელი ძალაუფლება, რეალურად, ეკუთვნოდა ხალხს. სამწუხაროდ, იმ კონსტიტუციამ ვერ იმუშავა, ვფიქრობ, სანამ არ დაუბრუნდებით ამ მოდელს, რეალურად პოლიტიკურ ელიტებს არ წავართმევთ იმის შესაძლებლობას, რომ მათ მართონ და მოირგონ კანონები, განსაკუთრებით - კონსტიტუცია თავის ინტერესებზე, მანამდე ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორი გზით ვერ მოხერხდება. ფაქტი, რომ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გარშემო გავერთიანდით, მისასალმებელია, თუმცა ნაადრევია ჯერ ერთიან პლატფორმაზე საუბარი", - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.