"გიორგი გახარიას გადაწყვეტილება ჩვენი გუნდისთვის არის არასასიკეთო და არასწორი, პირადად მისთვის - საზიანო"
"გიორგი გახარიას გადაწყვეტილება ჩვენი გუნდისთვის არის არასასიკეთო და არასწორი, პირადად მისთვის - საზიანო"

A+ A-

16:14 05/03/2021

"ქართული ოცნების" დეპუტატი თეა წულუკიანი, პრემიერ-მინისტრობის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომას გამოეხმაურა.

წულუკიანის შეფასებით, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება გუნდისთვის არასასიკეთო და არასწორი და პირადად გახიარიასთვისაც საზიანო იყო.

"მე რომ ვავადმყოფობდი, გიორგი გახარია გადადგა სამწუხაროდ. მე ძალიან მოკლედ შემიძლია გითხრათ ის, რაც მასაც გავუზიარე, როდესაც მისი ბრიფინგი მოვისმინე, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენი გუნდისთვის არის არასასიკეთო და არასწორი გადაწყვეტილება, მაგრამ რაც კიდევ უფრო დასანანი მგონია, მისთვის პირადად, გიორგი გახარიასთვის, ეს გადაწყვეტილება საზიანოა", - განაცხადა წულუკიანმა.