"ნიკანორ მელიასთვის ციხე არავითარ პოლიტიკურ ბენეფიტს არ მოიტანს, რაც არ უნდა მას ასე ეგონოს"
"ნიკანორ მელიასთვის ციხე არავითარ პოლიტიკურ ბენეფიტს არ მოიტანს, რაც არ უნდა მას ასე ეგონოს"

A+ A-

15:56 05/03/2021

ნიკა მელიას პოლიტიკურ გარემოცვას აწყობს ის ციხეში - ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა თეა წულუკიანმა გააკეთა.

"პოლიციამ შესანიშნავი პროფესიონალიზმით, მშვიდობიანად ჩაატარა დაკავების ღონისძიება. ეს იყო ერთადერთი სწორი სამართლებრივი გზა. ვფიქრობ, რომ თუკი ავიღებთ ერთ პოლიტიკოსს, პიროვნებას, ნიკანორ მელიას, მისთვის ციხე არავითარ პოლიტიკურ ბენეფიტს, რაც არ უნდა მას ასე ეგონოს, არ მოიტანს. ციხეზე არ გადის პოლიტიკური კარიერა. ასევე დასანანია, რომ მას გარემოცვაში არ აღმოაჩნდა ის ადამიანები, რომლებიც სწორ რჩევას მისცემდნენ, იმიტომ რომ რელაურად, მის პოლიტიკურ გარემოცვას სამწუხაროდ აწყობს ნიკა მელია ციხეში, როგორც ინსტრუმენტი", - განაცხადა წულუკიანმა.

ის პრემიერ-მინისტრობის პოსტიდან გახარიას გადადგომასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული გუნდისთვის არასასიკეთო და არასწორი გადაწყვეტილება იყო და პირადად მისთვისაც საზიანო.