კორონავირუსის 390 ახალი შემთხვევიდან 192 თბილისში გამოვლინდა, 71 - იმერეთში
კორონავირუსის 390 ახალი შემთხვევიდან 192 თბილისში გამოვლინდა, 71 - იმერეთში

A+ A-

10:59 05/03/2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 390 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 192 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 71, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 33, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 420, საიდანაც: 1 379 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  673, აჭარაში - 160, იმერეთში - 230. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 264 პირი, მათ შორის, თბილისში - 104, აჭარაში - 28, იმერეთში - 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში - 54, აჭარაში- 2, იმერეთში - 10. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 103 - თბილისში, 35 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 887 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 300 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 162, ხოლო აჭარაში - 19.

სულ  6 ოქტომბრიდან - 4 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 483 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 781 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 546 პირი, აჭარაში - 449, იმერეთში - 691.