საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

A+ A-

09:43 05/03/2021

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები 02:40 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ყაზბეგთან, სოფელ ბლოდან 18 კმ-ში დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიძლიერემ 3.2 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.