5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

A+ A-

00:19 05/03/2021

ვერძი

დროა მოიცილოთ ყოველგვარი მოძველებული რამ თქვენი ცხოვრებიდან, იქნება ეს ოცნებები თუ არაფრის მომტანი იდეები, შეუსრულებელი ვალდებულებები თუ ძველი ნივთები- ყველაფერი რაც გზაზე დაბრკოლებად გეღობებათ ახალი პერსპექტივებისაკენ.

კურო

ზედმეტი ემოციები და უკომპრომისობა ურთიერთობის გარკვევისას მხოლოდ სიტუაციის გამწვავებას და განხეთქილებას გამოიწვევს, სჯობს გათავისუფლდეთ ილუზიებისგან და შეეშვათ ვინმესთვის საკუთარი სიმართლის მტკიცებას.

ტყუპები

იყავით ყურადღებით მიმდინარე მოვლენების მიმართ და ყური მიუგდეთ ირგვლივმყოფ ადამიანებს. შესაძლოა მოიპოვოთ მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მიიღოთ მეტად საჭირო რჩევა ან დიდებული იდეა დაიბადოს თქვენს გონებაში.

კირჩხიბი

შესაძლოა მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანზე ან პრობლემაზე. სიტუაცია გაუთვალისწინებელი ფაქტების წინ დაგაყენებთ და თქვენს მოქნილობასა თუ მოხერხებულობაზე ბევრი იქნება დამოკიდებული.

ლომი

სასურველია პატივი სცეთ სხვათა მოსაზრებებს და ნუ დაიწყებთ ჯიუტად თქვენი უპირატებიბის მტკციებას, იყავით მზად კომპრომისისთვის და შეინარჩუნეთ კეთილგანწყობა ირგვლივმყოფებთან.

ქალწული

თავი შეიკავეთ კრიტიკული შენიშვნებისგან და შეეცადეთ მშვიდობიანი ატმოსფერო შექმნათ თქვენს ირგვლივ. ნუ გაგაღიზინებთ ადამიანთა ნაკლოვანებები და ისეთი ქცევა, რომელიც არ შეესაბამება თქვენი იდეალური ქცევის ნორმებს.

სასწორი

დღეს შესაძლოა ყოველდღიურ წვრილმანებშიც კი საოცარი ნიუანსები აღმოაჩინოთ, რასაც ადრე ვერ ამჩნევდით. ეს ყველაფერი სასიკეთო დასკვნების გამოტანაში დაგეხმარებათ და მიმდინარე მოვლენებს უკვე სხვა თვალით შეხედავთ.

მორიელი

მოულოდნელად შესაძლოა ფინანსურ გარჩევებში აღმოჩნდეთ ჩათრეული, ნუ გაცხარდებით და ნუ ჩაეძიებით დეტალებს, კონცენტრირდით ფაქტებზე და შეინარჩუნეთ კეთილგონიერება და სიმშვიდე.

მშვილდოსანო

წარმატებისთვის მნიშვნელოვანია უსარგებლო კამათში არ დაკარგოთ დრო და კიდევ, ნუ მიაქცევთ წნეხის ქვეშ თანამოაზრეებს, ნუ ეცდებით თქვენი სიმართლის მტკიცებას და აკონტროლეთ საუბრისას ტონი.

თხის რქა

შეგიძლიათ თამამად ისაუბროთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც მოსვენებას არ გაძლევთ და გაფორიაქებთ, ისაუბრეთ გულწრფელად და გულახდილად, პრეტენზიების გარეშე.

მერწყული

ცვლილებების დროა. შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ დაშვებული შეცდომების გამო სრულიად სხვაგვარად უნდა შეხედოთ გარემოებებს და შეცვალოთ თქვენი გეგმები. მოემზადეთ მოულოდნელობებისთვის.

თევზები

ნუ გამოეკიდებით ყოველ წვრილმანს, ეს გაამწვავებს გაუგებრობებს, შესაძლოა ცხელ გულზე თქვათ ისეთი რამ, რაც ირგვლივმყოფებს გულს ატკენს, თქვენ კი დიდი დრო და ძალისხმევა დაგჭირდებათ სიტუაციის გამოსასწორებლად.

მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ